How to Help Students Comprehend Digital Texts-GE

როდესაც მოსწავლეები ვერ იმახსოვრებენ ინფორმაციას მარიანის ღრმულის შესახებ, მასწავლებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ სქემა, რათა დაეხმარონ მათ წინა ვებგვერდებზე ინფორმაციის პოვნაში. 3. ციფრული კითხვის სტრატეგიების მოდელირება გამოიყენეთ ციფრული კითხვის სტრატეგიები საკლასო ოთახში - ციფრული ტექსტის კითხვისას ხმამაღლა დასვით შეკითხვები. შეკითხვების მაგალითები მოსწავლისთვის: წყაროების შესწავლა, რელევანტური წყაროების იდენტიფიცირება და შერჩევა • რა ტიპის ტექსტი შეიძლება იყოს ამ ბმულზე? • შესაძლებელია ამ ტექსტის ავტორის ვინაობის დადგენა? და სანდოდ გამოიყურება ამ ვებგვერდის ბმული? • ამ ტიპის ინფორმაცია გამოდგება ჩემს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად? სხვადასხვა ვებგვერდიდან საერთო აზრის გამოტანა • რა არის ამ ტექსტების ძირითადი თემა? • რა გავიგე ამ ტექსტებიდან? • როგორ უკავშირდება ეს ტექსტი სხვა ტექსტებს, რომლებიც აქამდე წავიკითხე? კითხვის დროს საკუთარ თავზე დაკვირვება • ეს ინფორმაცია ისევ მნიშვნელოვანია იმისთვის, რა მიზნითაც ვკითხულობ? • ტექსტში მოცემულ რომელ ბმულზე გადავიდე თავდაპირველად? • გავიგე, რაც ახლა წავიკითხე? ინფორმაციის შეფასება • როგორ უნდა გავიგო ეს ტექსტი, მისი წყაროს გათვალისწინებით? • ამ ორი ტექსტიდან, რომლებიც მაგალითი: პლასტმასის შესახებ კითხვისას მასწავლებლებს შეუძლიათ, ხმამაღლა იფიქრონ და გაიხსენონ მარიანის ღრმულის შესახებ წინა ტექსტი: „პოლიეთილენის პარკი მარიანის ღრმულის ფსკერზეც კი იპოვეს“. „განა ამის შესახებ აქამდე არ წაგვიკითხავს? რა ეწერა წინა გვერდზე მარიანის ღრმულის შესახებ? მოდით, დავუბრუნდეთ იმ ვებგვერდს. მარიანის ღრმული იმდენად ღრმაა, რომ მასში ევერესტის მთაც კი მოთავსდებოდა. რა გავიგეთ ამ ორი ტექსტიდან? მარიანის ღრმული დედამიწის ოკეანეებში ყველაზე ღრმა ადგილია და იქაც კი იპოვეს პლასტმასი!“ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას შეიცავს, რომელია უფრო სანდო, მათი მახასიათებლების მიხედვით? • რა ტიპის ინფორმაცია მაკლია?

4. მრავალი დოკუმენტის კითხვის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის ნაწილებს შორის ზუსტი კავშირების დასადგენად, წაახალისეთ მოსწავლეები შინაარსის უფრო ღრმად გააზრებაში. დაეხმარეთ მოსწავლეებს, დაუკავშირონ დასკვნები წინარე ცოდნას. კვლევითი კითხვა შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს თითოეული ტექსტიდან შესაბამისი ინფორმაციის შერჩევაში და შეუსაბამობების პოვნაში, კავშირების აღმოჩენასა და ინფორმაციის ნაწილების გაერთიანებაში. მაგალითი: „ოკეანეების“ წაკითხვამდე მასწავლებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს კვლევითი კითხვის ჩამოყალიბებაში. „რატომ არის ოკეანეები მნიშვნელოვანი? როგორია სიცოცხლე ოკეანეში? რა საფრთხე ემუქრება ოკეანეებს?“ ვებგვერდზე გადასვლისას და ტექსტის წაკითხვისას ჰკითხეთ მოსწავლეებს, როგორ პასუხობს სხვადასხვა გვერდზე მოცემული ინფორმაცია კვლევით კითხვებს და იმსჯელეთ, როგორ უკავშირდება ეს ინფორმაცია ერთმანეთს. ინფორმაციები ერთმანეთის შემავსებელია თუ წინააღმდეგობრივია? როგორ შეიძლება მათი ინტეგრირება (გაერთიანება) კვლევით კითხვაზე პასუხის გასაცემად? 5. თვითრეგულაციის სტიმულირება შეახსენეთ მოსწავლეებს მათი კითხვის მიზანი, შექმენით ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა, რომელიც დავალებას უფრო მცირე ნაბიჯებად ყოფს და მიეცით მაგალითი, თუ როგორ გამოიყენონ თვითმონიტორინგის კითხვები (კითხვის დროს საკუთარი პროგრესის შესაფასებელი კითხვები). ერთად იფიქრეთ დავალებაზე და განიხილეთ ახალი სასწავლო მიზნები. მაგალითი: ტექსტში „ოკეანეები“ ჰიპერმედიამ შეიძლება მოსწავლეებს ყურადღება გადაატანინოს ტექსტიდან და კონკრეტული დავალებებიდან. იმისათვის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს ფოკუსირებაში და არარელევანტური ელემენტების იგნორირებაში, მასწავლებელს შეუძლია, გაიმეოროს კითხვის მიზანი, სანამ მოსწავლეები კითხულობენ. როდესაც მოსწავლეები ცდილობენ ჰიპერმედიაზე ან რეკლამებზე დაწკაპუნებას, ჰკითხეთ მათ, რა ტიპის ტექსტის ნახვას ელიან ამ ბმულზე. ეს ისეთი რამაა, რაც მათ კითხვის მიზნისთვის სჭირდებათ? 6. რეგულარული ვარჯიში კლასში სხვადასხვა საგნის გაკვთილებზე თავდაპირველად მოსწავლეებს მოკლე, სტრუქტურირებული ციფრული ტექსტები წააკითხეთ და თანდათანობით გაზარდეთ ტექსტების სირთულე და სიგრძე. ციფრული საკითხავი ადვილად შეიძლება ინტეგრირდეს სასკოლო საგნებში, როგორებიცაა ისტორია ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მოსწავლეებს შეუძლიათ, ინტერნეტში მოძებნონ საინფორმაციო ტექსტები, რათა შეავსონ სახელმძღვანელოებში არსებული ინფორმაცია ან ჩაატარონ ონლაინ კვლევა კონკრეტულ თემაზე. მაგალითი: მასწავლებლებს შეუძლიათ, „ოკეანეები“ ჩართონ უფრო ფართო სასკოლო პროექტში მსოფლიო ოკეანეების შესახებ, ინტეგრირებულად ასწავლონ ისეთი საგნები, როგორებიცაა გეოგრაფია ან ბიოლოგია და (ციფრული) კითხვა, წერა და მეტყველების უნარები. კლასი შეიძლება ფოკუსირებული იყოს ამ თემაზე და მოსწავლეებს შეუძლიათ, წაიკითხონ სხვადასხვა ტიპის ტექსტები ოკეანეების შესახებ, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე ციფრულად. განიხილეთ ტექსტების შინაარსი და მიეცით მოსწავლეებს საშუალება, გამოიყენონ მიღებული ცოდნა სხვადასხვა დავალების შესრულებისას.

Made with FlippingBook - PDF hosting